ზალცბურგში ლიანდაგებიდან გადავიდა სამგზავრო მატარებელი. ერთ-ერთი ვაგონი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, მდინარეში გადავარდა.
მატარებელში სულ 54 ბავშვი იმყოფებოდა, 17 მათგანი დაშავდა, აქედან ოთხი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მატარებლის ყველა მგზავრი ავსტრიის მოქალაქეა.
მაშველები ვარაუდობენ, რომ ინციდენტი უამინდობის გამო წაქცეული და ლიანდაგებზე დაცემული ხის გამო მოხდა.