თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს საპარლამენტო პარტიების რიგითობის ნომრები განსაზღვრა, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს უნდა გაიმართოს. 2021 წელს ეს დღე 2 ოქტომბერია.
კენჭისყრის ახალი წესები განსაზღვრულია „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებში, რომელიც საპარლამენტო პარტიებს ბიულეტენში რიგითი ნომრის არჩევის უპირატესობას ანიჭებს.
ეს ნომრები ექნებათ როგორც თავად პარტიებს, საკრებულოების დეპუტატების არჩევის შემთხვევაში, ისე კანდიდატებს პარტიიდან.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიები შემდეგი ნომრებით მიიღებენ მონაწილეობას:
ეს არ არის იმ პარტიების სრული სია, რომლებიც 2021 წლის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. 14 ივლისამდე ცესკოში განაცხადების შეტანა შეუძლიათ იმ პარტიებს, რომლებიც ამ დრომდე არც ერთ არჩევნებში არ მონაწილეობდნენ, დანარჩენ პარტიებს კი არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 3 სექტემბრიდან.