ცნობილი ოჯახის რძლის, მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძის და ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია, მამამთილი კი რამდენიმე თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
შენგელი ფიცხელაური მანამდე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო. სპეცსამსახურებიდან შენგელი ფიცხელაური 2003 წელს გაუშვეს.
ქონებრივ დეკლარაციაში ფიცხელაურს ნაღდი ფულის წყაროდ „გთუნის” მეწილის დივიდენდები აქვს მითითებული. „გთუნი” გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტია, დეკლარაციის თანახმად, ფიცხელაური სასწავლებლის 12%-ს ფლობს და წილის ფლობის გრაფაში შემოსავლად 2018 წელს 11.400 ლარი აქვს მითითებული.
დეკლარაციის თანახმად, 15000 USD ნაღდი ფული აქვს ფიცხელაურის მეუღლეს, წყაროდ ასევე კერძო ბიზნესია მითითებული. ფიცხელაურს დეკლარაციაში შევსებული არა აქვს ანაზღაურების გრაფა, თუმცა, სუს-ის ინფორმაციით, ის 2009 წლიდან სუს-ის უფროსის მოადგილეობამდე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი იყო.
დეკლარაციის მიხედვით, ფიცხელაური და მისი მეუღლე ფლობენ არაერთ უძრავ ქონებას – სახლს, მიწას და ბინებს. ამავე დეკლარაციის მიხედვით, სუს-ის უფროსის მოადგილემ და მისმა ცოლმა შვილს საჩუქრად გადასცეს 15, 100 და 20 ათასი აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ფიცხელაურს გენერალ-მაიორის წოდება აქვს და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. 1993-2016 წლებში ის საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ანი გუდავაძის სტილი ძალიან ჰგავს პოპულარული დის სტილს. გოგონებს ახალგაზრდა დედა ჰყავთ, მას ვაკეში ერთ-ერთი ძვირადღირებული სალონი აქვს, რომლის მენეჯერიც ანია.