მსახიობი რუსკა მაყაშვილი ამბობს, რომ მისი და სანდროს სიყვარული „ერთი ნახვით შეყვარება“ არ ყოფილა. მსახიობი იხსენებს, რომ როდესაც პირველად დაინახა მორაგბე სანდრო ნიჟარაძე, თავად 15 წლის იყო. მაშინვე დაინტერესდა, ვინ იყო ეს სიმპათიური ბიჭი, მაგრამ სანდრომ ის ვერც კი შეიმჩნია. „თუმცა მაინც შემოვახედე“, – აღნიშნა მსახიობმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „შუადღე Live“.
რუსკა მაყაშვილი ცოტა ხნის წინ მეორე შვილის, გოგონას დედა გახდა. რუსკამ და სანდრომ შვილს კატო დაარქვეს. მსახიობის პირველი შვილი ილია ნიჟარაძე 2020 წლის ოქტომბერში 3 წლის გახდა. სხვა სელებრითების მსგავსად, ისიც 40 დღემდე გოგონას სახეს არ აჩენდა.
რუსკას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ ის არ ჩქარობდა, სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. ამის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ შეიტყო. ორმა მსახიობმა დამ გვარი შეიცვალეს. მიზეზად კი, მამის უყურადღებობას ასახელებენ და დედის გვარზე გადავიდნენ.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პოპულარული მსახიობი და ყველასათვის საყვარელი წამყვანი დედობრივი მოვალეობების შესრულებას მაინც ახერხებს. პატარა ილია ხასიათით დედას ემსგავსება. პატარა ბიჭუნას გარშემო მუდამ ჟრიამულია. ბაღში გადაღებული ვიდეოები ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. რუსკა კი ვაჟის მხიარულ ვიდეოებს ინტენსიურად აქვეყნებს.
რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ.