კვლავ მიწისძვრა დმანისთან ახლოს – ბოლო ორ დღეში უკვე მეხუთედ

მიწისქვეშა ბიძგები ქვემო ქართლის რეგიონის ერთსა და იმავე ადგილზე ორი დღის განმავლობაში უკვე მეხუთედ დაფიქსირდა, ხოლო ბოლო ორ თვეში – მეათედ.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 26 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:03 საათზე 9 კმ სიღმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოში და კვლავ იმავე ტერიტორიაზე
მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 6, 7 და 8 ივლისს ოთხჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,1–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისძვრები ხშირი მოვლენა გახდა – მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე 1 ივლისს და გასულ თვეშიც, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.