„ამას დასცხა?..“ – კახა კალაძე სოციალურ ქსელში გააქტიურდა

თბილისის მერი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. კახა კალაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოსტი გაიზიარა. ნახეთ რატომ აიტაცეს მისი განცხადება.
Sputnik
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში გააქტიურდა. კალაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ჯერ მოქალაქეს უპასუხა კომენტარებში და პირს, რომელიც თბილისის მერს გაღატაკებაში ადანაშაულებს, „გაჩელდი“ დაუწერა, ხოლო მოგვიანებით „მთავარი არხის“ წამყვანის ეკა კვესიტაძის პოსტი გაიზიარა სათაურით „ამას დასცხა?“
კვესიტაძე ამტკიცებს, რომ კალაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ პოსტებს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას აშლევინებს. „კახა კალაძემ ეს პოსტი დააბლოკინა 17 წუთში ფბ-ს. ამ ქვეყანაში შენი ხელისუფლების მიერ შექმნილი საფრთხეები რომ ასე ფბ პოსტივით მარტივად არ იბლოკება, ამაზე ტელევიზიით გაგესახუბრები, კახი“, – ამ შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ტელეწამყვანმა.
კვესიტაძის პოსტი ასეთია: „შენი საყვარელი ფერადი შარვლები აღარ ჩაიცვა, ლეოპარდის პრინტის ფეხსაცმელებზეც მოგიწევს უარის თქმა, ემანდ პატრიარქის სიყვარულის სახელით მოთარეშე „მართმადიდებელმა“ ველურებმა შენც არ გცემონ“.