კახეთში ახალი გზების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურაზე ორი მილიარდი ლარი დაიხარჯება

მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Sputnik
„ჩვენი ათწლიანი გეგმის ფარგლებში გაწერილი პროექტების თანახმად, ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხარჯება თითქმის 32 მილიარდი ლარი გზების ინფრასტრუქტურაზე, ახალი ავტობანების მშენებლობაზე, რაც მთლიანად შეცვლის ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. გამარტივდება გადაადგილება და ეს რეალურად სხვა ქვეყანა იქნება, ევროპული სტანდარტი შემოვა ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაკურციხე–თელავი–ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.