დუბაის მთავრობამ პორტში მომხდარი აფეთქება გამოიძია – ვიდეო

დუბაის პორტში ძლიერი აფეთქება ხომალდზე გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. მასზე განთავსებულ ერთ-ერთ კონტეინერში აალებადი ნივთერებები ინახებოდა.
Sputnik
ოთხშაბათს დუბაის პორტ ჯებელ-ალიში გემზე განთავსებულ კონტეინერში ხანძარი გაჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. საამიროს მთავრობაში განაცხადეს, რომ არავინ დაშავებულა.
„ერთ-ერთ კონტეინერში ინახებოდა აალებადი ნივთიერებები“, – განუცხადა ტელეარხ Al-Arabiya-ს მთავრობის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეკიპაჟის ევაკუაცია დროულად მოხდა.