დღეს საქართველოში ზედიზედ მესამე მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები ქვემო ქართლის რეგიონის ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში დღეს უკვე მესამედ დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 22:20 საათზე 9 კმ სიღმეში დაფიქსირდა.
მიწისძვრა სოფელ სამებასთან დაფისქსირდა ასევე დღეს დღისით და დილით, გუშინ, გვიან საღამოს - ბიძგების სიმძლავრე 3,9 მაგნიტუდას შეადგენდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისძვრები ხშირი მოვლენა გახდა – მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე 1 ივლისს და გასულ თვეშიც, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.