ნიშნების შეთავსებადობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

აღმოსავლური კალენდარი დაკავშირებულია ფენ-შუის ფილოსოფიასთან, ასტრონომიასთან და მთვარის კალენდართან, ამიტომ ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ სიყვარულში შეთავსებადობის განსაზღვრა ამ კალენდრით ზუსტია და ამართლებს.
Sputnik
ადამიანებისთვის საინტერესოა შეთავსებადობა არა მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არამედ აღმოსავლური კალენდრითაც. აღმოსავლური ჰოროსკოპი — ესაა თითოეული წლის მფარველი ცხოველების კალენდარი, რომელიც ძალზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში.
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით
აღმოსავლური კალენდრის თითოეული ცხოველი თავისი მახასიათებლებით უნიკალურია. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ფენ-შუის ფილოსოფიასთან, ასტრონომიასთან და მთვარის კალენდართან, ამიტომ ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ სიყვარულში შეთავსებადობის განსაზღვრა ამ კალენდრით ზუსტია და ამართლებს.
გთავაზობთ შეთავსებადობის ცხრილს. ჰორიზონტალურად მოცემულია ქალთა ნიშნები, ხოლო ვერტიკალურად — მამაკაცების. მოძებნეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის ნიშანი და ცხრილში მათი გადაკვეთა — ეს ციფრია თქვენი სასიყვარულო შეთავსების ციფრი. ციფრების მნიშვნელობა ქვევითაა გაშიფრული.
ნული
ნული ნიშნავს, რომ თქვენ და თქვენს პარტნიორს ყველაზე ცუდი შეთავსებადობა გაქვთ. თქვენ ურთიერთობებში მუდმივად იქნება სხვადასხვა პრობლემა და უთანხმოება, რადგან სრულიად საწინააღმდეგო შეხედულებები გაქვთ ყველაფერზე. რა თქმა უნდა, ყველაფერია შესაძლებელი, თუ ამის დიდი სურვილი იქნება, მაგრამ პრობლემები დროდადრო მაინც იჩენს თავს. ერთადერთი, რამაც შეიძლება გაამართლოს კავშირი თქვენ შორის — ეს პარტნიორობაა სხვადასხვა სფეროში ერთობლივი გამოცდილების მიღების მიზნით. სიყვარული და ქორწინება — ნაკლებად სარწმუნოა.
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ერთიანი
ერთი ნიშნავს, რომ თქვენ ურთიერთობებში სერიოზული კონფლიქტები იქნება. თქვენი ნიშნები, პრაქტიკულად, შეუთავსებელია, მაგრამ თუ ნაპერწკალი გაჩნდა, მისი ჩაქრობა იოლი არ იქნება. ასევე, ამ ნაპერწკლის გარეშე თქვენი ურთიერთობა მტკიცე არ იქნება. ამ კავშირის სიმყარისთვის აუცილებელია საფუძვლიანი, განსაკუთრებული მიზეზი, შესაძლოა, დროც. როგორც გამოცდილება აჩვენებს, ასეთი კავშირები დროთა განმავლობაში უფრო მყარი ხდება, მაგრამ ძალიან ძლიერი კონფლიქტების გადატანას ურთიერთობების დასაწყისში იშვიათად თუ ახერხებენ.
ორიანი
თქვენს კავშირში განწყობების მუდმივი ცვლილებები იქნება — ხან სიცივე, ხან — სიცხე; ხან ქარი და ხან — მშვიდი ამინდი. თუ ნერვული სისტემა წესრიგში გაქვთ, მაშინ შეიძლება ამ ურთიერთობების საძირკვლის ჩაყრა, მაგრამ თუ საკუთარ ნებისყოფაში დარწმუნებული არ ხართ, არც კი სცადოთ ცეცხლსა და წყალში გავლა. თქვენი ქორწინება და სიყვარული შეიძლება იდეალური იყოს, მაგრამ ამისთვის ჩხუბი და კამათი სახლის გარეთ არ გამოიტანოთ. მოთმინებითა და შრომით, დიპლომატიურობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება და ეს კავშირი დროთა განმავლობაში უფრო გამტკიცდება.
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>
სამიანი
სამი იმის მაჩვენებელია, რომ ურთიერთობები პარტნიორობაზე უნდა ააგოთ. მეგობრობა ურთიერთმომგებიან პირობებზე უნდა აეწყოს. ორივემ უნდა გასცეთ და მიიღოთ ერთნაირად. ასევე სიყვარულშიც. თუ ბალანსი დაირღვევა, ურთიერთობები სავალალოდ დასრულდება და თან ისე, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ხანს იყავით ერთად — ერთი დღე თუ ერთი ან რამდენიმე წელი. მეგობრობაშიც და სიყვარულშიც ჯობს, მაქსიმალურად გულწრფელი იყოთ.
რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
ოთხიანი
მიეცით თქვენს მეორე ნახევარს ან პოტენციურ პარტნიორს მეტი თავისუფლება, თქვენი ურთიერთობები წარმატებული იქნება, მაგრამ საყვარელ ადამიანს უნდა მისცენ უფლება, გააკეთოს ის, რაც სურს და თან ამისთვის არ გაკიცხოთ. საბოლოოდ კი მისგან მაქსიმალურ წახალისებას, მზრუნველობასა და ალერსს მიიღებთ. მიიღეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ და უთხარით მას, რომ მზად არ ხართ, მთელი დრო ერთ ადამიანს მიუძღვნათ, თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია თვითრეალიზაცია, მაგრამ ეს ცუდი არავისთვის იქნება.
ხუთიანი
ხუთიანის მფლობელებს საუკეთესო შეთავსებადობა აქვთ. თქვენ წყვილს შეუძლია ამით იამაყოს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მთელ ცხოვრებას უპრობლემოდ გაატარებთ, მაგრამ ბედნიერი სიყვარულის შანსი ყველაზე მეტი გაქვთ. თქვენთვის სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას, ამიტომ ნებისმიერი სიტუაციიდან შეძლებთ გამოსვლას — ერთად, რადგან გაერთიანებული ძალა ნამდვილია და მძლავრი.