„დარჩი აშშ-ში!” – ბრიტანელების 93%-ს არ სურს მეგან მარკლის ნახვა ინგლისში

Daily Express-ის გამოკითხვის შედეგებით ძალიან იმედგაცრუებული დარჩნენ სასექსის ჰერცოგები. დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლებს მეგან მარკლი აშკარად არ ეხატებათ გულზე.
Sputnik
ბრიტანული მედიის აბსოლუტური უმრავლესობა პრინც ჰარის რომანს მეგან მარკლთან თავიდანვე აკრიტიკებდა. სამეფო ოჯახში შესული მსახიობი ხშირად არღვევს მონარქების საუკუნოვან ტრადიციებს, სკანდალებს იწვევს მისი ამერიკელი ნათესავების ამბებით და აგრესიას იწვევს ხალხში.
ბრიტანელების ზიზღი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჰარიმ და მეგანმა ოპრა უინფრისთან სამეფო ოჯახის საიდუმლოებებზე ისაუბრეს, დავიდნენ პიროვნებებამდე და შეურაცხყვეს კეიტ მიდლტონი.
ამასთან დაკავშირებით ტაბლოიდ Daily Express-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოკითხვა და გაარკვიეს, თუ რას ფიქრობენ ნისლიანი ალბიონის მკვიდრნი მეგან მარკლის მომავალი ვიზიტის შესახებ შვილებთან და მეუღლესთან ერთად დიდ ბრიტანეთში, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება, პრინცესა დიანას დაბადების საზეიმო დღესასწაულზე.
გამოკითხვის შედეგები უსიამოვნო აღმოჩნდა სასექსის ჰერცოგებისთვის. 6.805 რესპონდენტიდან 93 პროცენტი წინააღმდეგია წყვილის და მათი შვილების ბრიტანეთში ჩასვლის.
„ყველა უნდა დარჩეს იქ, სადაც არის და აღარასდროს შეაწუხოს სამეფო ოჯახი! დარჩი აშშ-ში!“ – ციტირებს გამოცემა მკითხველთა კომენტარებს.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი თავადაც საუბრობს ახალ ნათესავზე. ცოტა ხნის წინ ინსაიდერებმა ბრიტანელ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პრინცმა უილიამმა მსახიობს „წყეული ქალი“ უწოდა სამეფო ოჯახის წევრებისადმი დაუნდობელი მოქცევის გამო.