ჯოჯოხეთური ღამე თბილისში: რუსთაველის გამზირი ბრძოლის ველად იქცა – ფოტო

ცისარტყელიანი დროშის აღმართვის მცდელობა პარლამენტთან დაპირისპირებით დასრულდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში გასული ღამის მოვლენების ამსახველი სურათები.
Sputnik
სამშაბათს, საღამოს თბილისში „მდუმარე აქცია“ გაიმართა 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ლგბტ-საზოგადოების მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორების სოლიდარობის ნიშნად.
თბილისში 1 ივლისს „ღირსების კვირეული“ დაიწყო, რომლის დროსაც ლგბტ-საზოგადოების წევრებმა ღონისძიებები გამართეს. შემაჯამებელი „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო ორშაბათს. სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეებმა დილიდან დაიწყეს კონტრაქცია და გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. მათ ჟურნალისტებსა და ტელეკომპანიების ოპერატორებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, ასევე გაუსწორდნენ ფიზიკურად. ძალადობის მსხვერპლი 50-ზე მეტი ჟურნალისტი გახდა. მოგვიანებით ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მარში გაუქმდა.
1 / 15
გუშინ თბილისის ცენტრში ორი აქცია გაიმართა
2 / 15
ლგბტ-საზოგადოების მხარდამჭერებმა პარლამენტთან მდუმარე აქცია გამართეს
3 / 15
პარალელურად ქაშუეთის ტაძართან გაიმართა ტრადიციული ფასეულობების დამცველთა კონტრაქცია
4 / 15
მოწინააღმდეგე მხარეებს შორის პოლიციის კორდონები აღიმართა
5 / 15
სამართალდამცავები ორ რიგად განლაგდნენ
6 / 15
რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლები პერიოდულად ცდილობდნენ პარლამენტამდე მიღწევას
7 / 15
ისინი დემონსტრანტების მისამართით ისროდნენ კვერცხებს, ქვებს, ბოთლებსა და პეტარდებს
8 / 15
პოლიცია აგრეიულად განწყობილი ტრადიციონალისტების საქციელზე მომენტალურად რეაგირებდა
9 / 15
სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პოლიციამ ჟურნალისტებს მიმართა თხოვნით, დაეტოვებინათ სპეცოპერაციის ტერიტორია
10 / 15
ხოლო „მდუმარე აქციის“ მონაწილეები პოლიციამ მიკროავტობუსებით გაიყვანა
11 / 15
რუსთაველის გამზირზე დარჩნენ მხოლოდ პოლიციელები და კონტრ-აქციის წარმომადგენლები, რომლებიც დაშლაზე უარს ამბობდნენ და პოლიციას ეწინააღდეგებოდნენ
12 / 15
აგრესიულმა პროტესტანტებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს
13 / 15
პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მდუმარე აქცია 5 ივლისს მომხდარი არეულობისას დაშავებულების სოლიდარობის ნიშნად გამართეს
14 / 15
ლგბტ-საზოგადოება ქვეყნის ისტორიაში პირველი გეი-აღლუმის გამართვას აპირებდა, სახელწოდებით „ღირსების მარში“. თუმცა ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა არეულობა მოაწყვეს, კერძოდ, შეიჭრნენ „თბილისის პრაიდის“ ოფისში. არეულობისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა
15 / 15
6 ივლისის აქციაზე პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა არეულობის გამოწვევის, პოლიციისათვის დაუმორჩილებლობისა და ძალადობის გამო