პრეზიდენტი გრიმსა და პარიკში: ისრაელის უშიშროების სამსახური ფოტოს აქვეყნებს

ქვეყნის უშიშროების სამსახურმა გამოაქვეყნა პრეზიდენტის ფოტო, რომელზეც ის ისეა შენიღბული, რომ მისი ცნობა შეუძლებელია.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. ისრაელის უშიშროების სამსახურმა პრეზიდენტ რეუვენ რივლინის ფოტო გამოქვეყნა, რომელშიც ის პარიკითა და გრიმითაა შენიღბული, იუწყება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ფოტოზე 81 წლის ჭაღარა და, როგორც წესი, მუდამ სუფთად პირგაპარსულ რივლინს მუქი და ხშირი თმა და წვერი აქვს. მას თან ახლავს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი, თუმცა ფოტოზე მათი სახეები დაფარულია.
მსოფლიო დღეს
უჩვეულო ინიციატივა: ისრაელის პრეზიდენტმა თავისი ხელფასის შემცირება მოითხოვა
როგორც ადგილობრივი მასმედია წერს, ამგვარი შენიღბვა პრეზიდენტს საშუალებას აძლევდა, ანონიმურად ემოგზაურა ქვეყანაში.
აღინიშნება, რომ რივლინის შესახებ ეს ინფორმაცია მხოლოდ იმის გამო გახდა ხელმისაწვდომი, რომ მას დღეს ეწურება ისრაელის პრეზიდენტობის ვადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ახალი, მეთერთმეტე პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი (ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის ჰაიმ ჰერცოგის ვაჟი) დღეს დადებს ფიცს. ინაუგურაცია დღის მეორე ნახევარში გაიმართება.
ისრაელი პრეზიდენტს შვიდი წლის ვადით ირჩევს.