ირანის ქალაქ დეჰლორანთან ახლოს ნავთობსადენი ჩეშმეჰ-იე ხოში აფეთქდა. დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.
ქვეყნის ხელისუფლებამ სანავთობე კომპანიის ხელმძღვანელობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ინციდენტი, ასევე დაეხმარონ დაშავებულებს და დაღუპულთა ოჯახებს.