ირანის ნათობსადენზე ძლიერი აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი: ვიდეო

ინტერნეტით ვრცელდება აფეთქების შემდეგ ძლიერი ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრები და ასევე ვიდეო, თუ რა მდგომარეობაშია ამ დროისათვის ნავთობსადენი.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. ირანის პროვინცია ილამის ქალაქ დეჰლორანის მახლობლად გამავალ ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა, იუწყება გამოცემა Mehr News.
​გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი. ყველა მათგანი ადგილობრივი პერსონალი იყო, რომლებიც აფეთქების მომენტში ნავთობსადენზე ინსპექტირებას ატარებდნენ.
​ქვეყნის ხელისუფლებამ ეროვნულ ნავთობკომპანიას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს ინციდენტის გამოძიება და ასევე დაეხმაროს დაშავებულ მუშებსა და დაღუპულთა ოჯახებს „ტანჯვის შემსუბუქებაში“.
ორი დღით ადრე აფეთქება მოხდა კასპიის ზღვაში მდებარე ერთ-ერთი ნავთობპლატფორმის რაიონში, რომლის ამსახველი ვიდეოკადრები თვითმხილველებმა სოციალური ქსელებით გაავრცელეს. აზერბაიჯანში განაცხადეს, რომ არც ნავთობპლატფორმებზე და არც ხომალდებზე აფეთქება არ მომხდარა. სავარაუდოდ, ეს ზღვაში ე.წ. ტალახის ვულკანის ამოფრქვევა უნდა ყოფილიყო.