თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზა საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს თავში გასროლით, იუწყება ტელეარხი France 24 ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კლოდ ჟოზეფის განცხადებაზე დაყრდნობით.
53 წლის ჟოვენელ მოიზა 2017 წლიდან იყო ჰაიტის პრეზიდენტი.
„7 ივლისის ღამის დაახლოებთ პირველ საათზე უცნობი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ესპანურად ლაპარაკობდნენ, თავს დაესხა პრეზიდენტის რეზიდენციას და სახელმწიფოს მეთაური სასიკვდილოდ დაჭრა თავში. პირველი ლედი ასევე დაიჭრა და ჰოსპიტალიზებულია“, − იუწყება გამოცემა.
აღინიშნება, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჟოზეფმა ქვეყნის მართვა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.
პრემიერმა დაგმო პრეზიდენტის მკვლელობის „არაადამიანური და ბარბაროსული აქტი“ და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, პოლიცია და შეიარაღებული ძალები კუნძულოვან სახელმწიფოში მთლიანად აკონტროლებენ ვითარებას.