„კომპლექსდებიან, როდესაც საცურაო კოსტიუმში მხედავენ...“ – ანი გიუნტერის თამამი განცხადება

ბოლო დროს ტელეწამყვანმა წონაში მკვეთრად დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ანი განსაკუთრებით მეუღლესთან დაშორების შემდეგ ბრწყინავს.
Sputnik
ტელეწამყვანი ანი გიუნტერი აცხადებს, რომ მისი გამოჩენა საცურაო კოსტიუმში სხვების დაკომპლექსებას იწვევს. როგორც ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში გიუნტერმა აღნიშნა, საქართველოს კურორტებზე დასვენებისას პოპულარობა ხელს საერთოდ არ უშლის.
„მე რამ უნდა დამაკომპლექსოს?! სხვები კომპლექსდებიან, როდესაც აუზზე საცურაო კოსტიუმში მხედავენ. თუ სადმე ჩემს გამოჩენაზე ჭორაობენ, არ მაინტერესებს. მთავარია, რომ მე არ მიყვარს ჭორაობა და არც არავის ვჭორავ“, – აცხადებს ტელეწამყვანი.
ანი გიუნტერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში წლებია მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება. როგორც ცოტა ხნის წინ ანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დიეტაზე არაა, თუმცა როგორც გამოიყურება, არის ვიტამინების კოქტეილის, სწორი კვების, ნაკლები სტრესის და ბევრი პოზიტივის შედეგი.
„ახლა საკმაოდ ბევრი კილოგრამი მაქვს მომატებული. კონკრეტულად არც ვიცი რამდენი, მაგრამ დიდად არ განვიცდი. დიეტაზე არ ვარ, უბრალოდ თავს ვიკავებ გარკვეული საკვების მიღებისგან. ზედმეტი კილოგრამები ჩემთვის ტრაგედია არ არის“, – ამბობდა ანი.
ოთხი წლის წინ ტელეწამყვანი მეუღლეს კახა არაბიძეს დაშორდა, რომელმაც მალევე მოიყვანა ახალი ცოლი, რის გამოც ანი ინტერვიუებში ამბობდა, რომ დეპრესიაში იყო. ანი გიუნტერს და კახა არაბიძეს ორი შვილი – მაშიკო და ლაზარე ჰყავთ.