როგორც კიეველი ექიმ-ენდოკრინოლოგი ნატალია სამოილენკო ამბობს, ფიზიოლოგიური გახდომის რეკომენდაციას იძლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც, რომლის სპეციალისტებსაც წონაში ასე დაკლება ორგანიზმისთვის უვნებლად მიაჩნიათ.
ექიმის თქმით, თუ მოკლე დროში აპირებთ წონაში დაკლებას, აუცილებლად პატივი უნდა სცეთ ორგანიზმის მუშაობის კანონებს და გახსოვდეთ, რომ ცხიმოვანი ქსოვილი გარკვეული სისწრაფით იშლება და ამ პროცესის დაჩქარება უგუნურებაა.
„რაღა თქმა უნდა, მეტის დაკლებაც შეიძლება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გახდომა კუნთებისა და ჯანმრთელობის დაკარგვის ფასად მოხდება. ამასთან, დაკარგული კილოგრამები აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან. წონის კლების პროცესში კუნთოვანი მასა არ უნდა შემცირდეს − ის პასუხს აგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეზე“, − განმარტავს ენდოკრინოლოგი.
ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ გახდომა დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეც − ადამიანის სქესზე, ასაკზე, დაავადებებზე, ჰორმონალურ ცვლილებებსა და სხვ.
გახდომა ერთ კვირაში: რაზე უნდა თქვათ უარი
რა უნდა მიირთვათ: ერთი კვირის რაციონი
ამასთან კვება უნდა იყოს მთელ დღეზე გადანაწილებული − ანუ დღეში 6-7-ჯერ უნდა ჭამოთ მცირე ულუფებით, დაახლოებით 200 გრამი ერთ ჯერზე. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, იმდენი, რამდენიც ხელისგულზე დაგეტევათ.
ასეთი კვება აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და, შესაბამისად, ორგანიზმი ვერ აგროვებს ზედმეტ კილოგრამებს.
სასმელი: რა და რამდენი
უნდა სვათ მხოლოდ წყალი − გაზის გარეშე, ახლად გამოწურული წვენები, უშაქრო კომპოტები, მორსები. ჩაი და ყავა − ზომიერად.
სითხის დღიური ნორმა საკუთარი წონის მიხედვით უნდა გამოთვალოთ − თქვენი სხეულის ერთ კილოგრამზე 30 მლ სითხე დღეში. ანუ, თუ 60 კგ-ს იწონით, მაშინ სითხის (ამაში შედის ყველაფერი: წყალიც, წვენებიც, ჩაიც, ყავაც და ა.შ.) დღიური ნორმა თქვენთვის 1,8 ლ იქნება.
კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი: არ არის საჭირო, რომ სითხე ერთბაშად დალიოთ − გადაანაწილეთ დასალევი ნორმა მთელ დღეზე.
„კარგია, თუ უგაზო წყალს ჭამამდე 30 წუთით ადრე დალევთ. ასე კიდევ მეტად გააუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას და დააჩქარებთ გახდომის პროცესს“, − ამბობს ნატალია სამოილენკო.
ფიზიკური დატვირთვა
ფიზიკური ვარჯიშებიდან პირველ რიგში სასურველია კარდიოდატვირთვები: ფეხით სიარული (დღეში ერთი საათი მაინც), ცურვა, კიბეებზე ასვლა-ჩასვლა. კარგია პილატესი და იოგაც.
ვისთვის არ შეიძლება სწრაფად გახდომა
მოკლე დროში წონის დაკლებას უკუჩვენება აქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მეტაბოლური (ნივთიერებათა ცვლის) დარღვევები, ჰორმონალური დისბალანსი, შაქრიანი დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები − კოლიტი, გასტრიტი და სხვ.