თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.
კალაშნიკოვა ბრიტანულ ტურნირზე წყვილთა თანრიგში რუს ვარვარა გრაჩოვასთან ერთად გამოდიოდა. ქართველისა და რუსი ჩოგბურთელის წყვილი მერვედფინალურ ეტაპზე ჩეხ დუეტს დაუპირისპირდა და ორ სეტში ანგარიშით 1:6, 3:6 დამარცხდა.
კალაშნიკოვამა და გრაჩოვამ პირველ წრეში ინგლისელ ბეინსსა და მარეი შარანის ანგარიშით 6:3, 6:4 აჯობეს, ხოლო მეორე ეტაპზე ყაზახ ზარინა დიასსა და ავსტრალიელ არინა როდიონოვას მოუგეს (6:3, 6:1).
აღსანიშნავია, რომ კალაშნიკოვა უიმბლდონის გათამაშების მერვედფინალურ ეტაპზე პირველად გავიდა.