ტრაგედია სენაკში: ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა. გარდაცვლილთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწოვანი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
შემაშფოთებელი სტატისტიკა: 2021 წლის პირველ კვარტალში ავტოავარიას 94 ადამიანი ემსხვერპლა
ავტომანქანაში მყოფი კიდევ ორი პირი სენაკის კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფად მიმავალი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.