სტიქიის შეტევა სოჭში: ქალაქი წყალმა დაფარა

ქალაქ სოჭს გუშინ ძლიერი სტიქია დაატყდა თავს. ძლიერი წვიმების შედეგად მდინარეები ხეროტა და მაცესტა ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა, წყალმა ლამის მთლიანად დაფარა ქალაქი.
Sputnik
მოვარდნილმა წყალმა წაიღო მსუბუქი ავტომობილები და ავტობუსებიც კი. 
წვიმას ერთვოდა ძლიერი ქარი, რომელმაც ხეები მოთხარა და შენობებს სახურავები ახადა. 
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.