როგორ იმუშავებს ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამა საქართველოში

ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამაში სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელებს ჩართავს, რომელთა მთავარი ამოცანა ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის აქტიურობის უზრუნველყოფაა.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ვაქცინაციის ოფიცერთა პროგრამა საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ამოქმედდება, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება
გაბუნიას თქმით, ეს რეგიონში ინოვაციური პროექტია. ე.წ. ვაქცინაციის ოფიცრები სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი კურსების სტუდენტები ან რეზიდენტები იქნებიან, რომლებიც მოქალაქეებს დაეხმარებიან გაერკვნენ ვაქცინებში – რომელია ხელმისაწვდომი, როგორ უნდა დარეგისტრირდნენ და ა.შ.
„მათ დაიწყეს მუშაობა როგორც ბათუმში, ასევე თბილისსა და ქუთაისში. ეს ქსელი უფრო მეტად გაფართოვდება“, – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში აიცრა 269.154 მოქალაქე, ორმაგი დოზით – 107.039 პირი.