ილო ბეროშვილის და ანი ბებიას უსაყვარლესი ჯერი ერთი წლის გახდა – დაბადების დღის ვიდეო

მსახიობებს ანი ბებიას და ილო ბეროშვილს უსაყვარლესი ბიჭუნა ჰყავთ. ნახეთ როგორ გაიზარდა და ვის ჰგავს ბავშვი.
Sputnik
ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ვაჟი ჯერი ერთი წლის გახდა. პატარას პირველი დაბადების დღე უფროს დებთან ერთად აღუნიშნეს – ილო ბეროშვილის ქალიშვილებთან პირველი ქორწინებიდან.
ანი ბებია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა ყოველდღიურ ოჯახურ ფოტოსა და ვიდეოკადრებს. ანისა და ილოსთვის ჯერი პირველი საერთო შვილია. საზოგადოებისგან ხშირად იყო შეკითხვა ბიჭუნას სახელთან დაკავშირებით, რაზეც ანიმ თქვა, რომ „ჯერი“ ასტროლოგიის მიხედვით დაარქვა. „ვირთხის წელში დაიბადა და გამახსენდა „ტომი და ჯერის“ მულტფილმი. ამიტომაც დავარქვით ჯერი“, – აღნიშნა ანიმ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.
ანის პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია. ილოს კი პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს. აპრილის ბოლოს მესამე ქორწინებიდან ნელი აგირბასაც შეეძინა მესამე შვილი.