იაპონიის ქალაქ ატამიში მეწყერმა სახლები დაანგრია – ფოტო

იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე დამანგრეველი მეწყერი ჩამოწვა. ძლიერ დაზარალდა ქალაქი ატამი. ერთად აზელილმა წყლის, მიწისა და ქვების ტალღამ გზად ყველაფერი გაანადგურა.
Sputnik
სხვადასხვა მონაცემებით, დანგრეულია 80-დან 130-მდე საცხოვრებელი სახლი. უცნობია, რა ბედი ეწია მინიმუმ 20 ადამიანს. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
სტიქიური უბედურების ზონაში უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება წვიმა. პრეფექტურის ხელისუფლებამ 35 ათასი ადამიანის ევაკუაცია დაიწყო.
1 / 10
სიძუოკას პრეფექტურის ქალაქ ატამიში მეწყერი ჩამოწვა
2 / 10
უბედურება შაბათს, ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე მოხდა
3 / 10
მინიმუმ 20 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა
4 / 10
მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები
5 / 10
ადგილობრივმა ადმინისტრაციამ იაპონიის თავდაცვის ძალებს დაკარგულთა ძებნის თხოვნით მიმართა
6 / 10
ქალაქის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა დროებითი თავშესაფარი
7 / 10
ამ კვირაში სიძუოკას პრეფექტურაში გადაუღებლად წვიმდა
8 / 10
ბოლო 48 საათის განმავლობაში პრეფექტურაში 300 მილიმეტრი ნალექი მოვიდა
9 / 10
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფრთხის ყველაზე მაღალი დონე გამოაცხადა და 35,5 ათასი ადამიანის ევაკუაცია დაიწყო
10 / 10
მთავრობის ხელმძღვანელის რეზიდენციაში უკვე შეიქმნა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი