„შვილის სახელი გამოიგონეს“ – ახალი სკანდალი სამეფო ოჯახში

მეგან მარკლის და პრინც ჰარის წყვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა გოგონას დაბადების შემდეგ, რომლის სახელის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება.
Sputnik
საინფორმაციო საშუალებებში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალშობილი ქალიშვილის სახელის შესახებ დავა არ წყდება. ბრიტანეთში მიიჩნევენ, რომ წყვილმა შვილს სახელი მხოლოდ საკუთარი ნებით დაარქვა, ამერიკაში კი თვლიან, რომ ჰარიმ დედოფლის რჩევა გაითვალისწინა და გოგონას ელისაბედ მეორის ბავშვობის მეტსახელი სწორედ ასე შეურჩია.
მსოფლიო დღეს
მეგან მარკლი დედოფალ ელიზაბეტს მიბაძავს და შინ იმშობიარებს
ლილიბეტის დაბადებიდან ძალიან მალე დაიწყო კამათი მისი სახელის შესახებ. ერთ-ერთი პირველი კი, ვინც ამ თემაზე საუბარი წამოჭრა, სამეფო ოჯახის ბიოგრაფი ანჯელა ლევინი იყო. ის ამტკიცებდა, რომ მეგანმა და ჰარიმ სახელი ოჯახთან ურთიერთობის გამოსწორების მიზნით შეარჩიეს.
„არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია, ეს უფრო უტაქტობას ჰგავს. ეს დედოფლის მეტსახელი იყო, რომელსაც მას ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ქმარი ეძახდა. დარწმუნებული ვარ, რომ ელისაბედმა შვილთაშვილის სახელი წინასწარ არ იცოდა“, – ამბობს ლევინი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფორმაცია ნებისმიერი ადამიანის დაბადების ადგილის, სახელისა და სხვა პერსონალური მონაცემების შესახებ ხელისაწვდომია და მისი გასაიდუმლოება სურვილის შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ საძიებო სისტემაში მეგანისა და ჰარის ქალიშვილის სახელს შეიყვანთ, ნახავთ, რომ ასეთი ადამიანი სანტა ბარბარას კლინიკაში არ დაბადებულა. უფრო მეტიც, ინტერნეტში არის ახალშობილის დაბადების მოწმობა, სადაც გოგონას სახელად მხოლოდ დაიანა უწერია (Diana Mountbatten-Windsor). როგორც ჩანს, წყვილმა უბრალოდ გამოიგონა შვილის ორმაგი სახელი, რათა დედოფალ ელისაბედისთვის საკუთარი პატივისცემა დაემტკიცებინა.