GWP: თბილისის ზედა ზონებში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

წყალმომარაგების სტაბილურობის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სამუშოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 20 ივლისისთვის დაასრულებს.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ბაგების სატუმბო სადგურში ორი ახალი წყლის ტუმბო–აგრეგატი დაემატა, რაც წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP).
კომპანიის ცნობით, ანალოგიური ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება მთაწმინდისა და წავკისის სატუმბო სადგურებშიც, სადაც ასევე ახალი ტუმბოები დაემატება.
ახალი ტუმბოების დასამონტაჟებლად აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას კომპანია ეტაპობრივად გაავრცელებს.