ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დაესხნენ თავს – ვიდეო

ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც „ღირსების მარშს“ აპროტესტებდნენ, მასმედია „გარყვნილების მხარდაჭერაში“ დაადანაშაულეს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 15 ჟურნალისტი, მათგან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sputnik
ჟურნალისტებზე თავდასხმა დაგმეს ხელისუფლების წევრებმაც და ოპოზიციამაც.
ჟურნალისტების დაცვა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა მოითხოვა სამმა ძირითადმა ოპოზიციურმა ტელეარხმა.
„რთული დასადგენია, რამდენ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად დღეს... ჩვენ მოვუწოდებთ მედიას, თავად დაიცვან გადამღები ჯგუფები და საშიში ზონებიდან გაიყვანონ“, – განაცხადა „TV პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა.
ტელეარხები დაუყოვნებლივ გამოძიებას და ყველა დამნაშავის დაკავებას მოითხოვენ.