გიორგი აბურჯანია კარიერას პორტუგალიურ კლუბში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში აბურჯანიამ 23 მატჩი ჩაატარა, აქედან მის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემაა.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას კლუბ „ჟილ ვისენტეში“ გააგრძელებს, ნათქვამია პორტუგალიური კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
26 წლის აბურჯანიასა და პორტუგალიურ კლუბს შორის კონტრაქტი ორი წლით, 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. შეთანხმების ფინანსური მხარე ცნობილი არ არის.
ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ესპანური „კარტახენადან“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც 13 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
რაც შეეხება „ჟილ ვისენტეს“, გუნდი პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში („საგრეს ლიგა“) გამოდის, სადაც გასულ სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა.