თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკე მსხვილ ნაწლავზე გეგმიური ოპერაციის ჩასატარებლად საავადმყოფოში მოათავსეს, იუწყება Vatican News წმინდა საყდრის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„დღეს მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკე გადაყვანილია რომში, ჯემელის პოლიკლინიკაში, სადაც მას მსხვილი ნაწლავის სტენოზის გამო გეგმიური ოპერაცია ჩაუტარდება“, - აღნიშნა პრესსამსახურის უფროსმა მატეო ბრუნიმ.
84 წლის პონტიფიკოსი წელს საჯდომი ნერვის ანთების გამწვავების გამო საზეიმო საახალწლო ლიტურგიას ვერ გაუძღვა.
ოპერაციის დასრულების შემდეგ სამედიცინო ბიულეტენი გამოქვეყნდება.