თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ორთაჭალაში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახსა და მწვანე ნარგავებს გაუჩნდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, მიმდებარე ტერიტორიაზე გაშვებული ფოიერვერკი გამხდარიყო.
ადგილზე ხუთი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი უკვე ლიკვიდირებული, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.