სტიქია იაპონიაში: დამეწყრილ ქალაქში დაკარგულებს ძაღლებიც ეძებენ

იაპონიის ქალაქ ატამიში, სადაც გუშინ მეწყერი მოვარდა და 80-ზე მეტი სახლი წალეკა, დაკარგულების ძებნაში, თავდაცვის ძალებთან ერთად, მეძებარი ძაღლებიც ჩართეს.
Sputnik
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაიღუპა ორი და უგზო-უკვლოდ-გაუჩინარდა ოცამდე ადამიანი.
ქალაქის ხელისუფლებამ საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა, ვინაიდან ახალი მეწყრების ჩამოწოლის საშიშროება კვლავ ნარჩუნდება. შესაბამისად, პრეფექტურის ხელისუფლებამ 35 ათასზე მეტი კაცის სასწრაფო ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.