ბათუმში 15 წლამდე ასაკის მოზარდი დაიხრჩო

გავრცელებული ინფორმაციით,  ბავშვის ცხედარი ნავსადგურის ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც ბანაობა აკრძალულია.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ბათუმში, შავ ზღვაში 15 წლამდე ასაკის მოზარდი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა 14 წლის გოგონა დახრჩობისგან გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ბათუმის ნავსადგურის დახურულ ზონაში, იმ ადგილას მოხდა, სადაც შესვლა და ცურვა აკრძალულია.
თვითმხილველების განცხადებით, ტერიტორიაზე რამდენიმე მოზარდი თვითნებურად შეიპარა.
მაშველებმა მოზარდის ცხედარი დაახლოებით 2-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.