თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. მდინარე მტკვარში 35 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მაშველები ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს ორთაჭალის სანაპიროზე რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. მისი ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში 14 წლის გოგონას გადასარჩენად გადახტა, გოგონა გადარჩა, თავად კი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.