თეა დარჩია: ისეთ პროფესიაზე ვოცნებობდი, რომელიც...

მოცეკვავე თეა დარჩია იხსენებს თავის ბავშვობას და მამას, გიმერ დარჩიას, რომელიც პროფესიით მოქანდაკე იყო.
Sputnik
„დავიბადე წინა საუკუნეში, მოქანდაკე-მხატვრების ოჯახში. წლიდან წლამდე თუ გაგვიმართლებდა, მამა რაღაც კონკურსში გაიმარჯვებდა ხოლმე და მთელ ოჯახს გვიხაროდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც სხვის გაკეთებულ ძეგლს დგამდნენ. მაშინ ვერაფრით ვხვდებოდი ეს რატომ და რანაირად ხდებოდა“, – იხსენებს თეა დარჩია.
მოცეკვავის თქმით, მამას ხშირად ეკითხებოდა თუ რატომ არ იმართებოდა მისი ნამუშევრების გამოფენა.  მამა აგული ერისთავივით (ფილმ „არაჩვეულებრივი გამოფენის“ გმირი) მპასუხობდა –  ჩემი გამოფენა შეგიძლია ნახო სასაფლაოზე, დასძენს დარჩია.