პატრიარქმა უვადო მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა

მსჯავრდებულებმა პატრიარქისგან საჩუქრად სხვადასხვა სახის საკვები და წიგნები მიიღეს. პატიმრებს საჩუქრები საპატრიარქოს წარმომდგენლებმა გადასცეს.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. პენიტენციურ სისტემაში მყოფმა უვადო მსჯავრდებულებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან საჩუქრები მიიღეს, ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, პატრიარქმა პატიმრებს სხვადასხვა სახის ტკბილეული, წიგნები და სანთლები გაუგზავნა. მსჯავრდებულებს საჩუქრები საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გადასცეს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური მადლობას უხდის კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს  და საქართველოს საპატრიარქოს უვადო პატიმრებზე ზრუნვისა და თანადგომისთვის“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.