მექსიკის ყურეში წყალქვეშა ნავთობქარხანა იწვის - ვიდეო

ხანძარი 80 მეტრის სიღრმეზე გაჩნდა, რომლის ჩაქრობასაც სამი ხომალდის საშუალებით ცდილობენ
Sputnik
მექსიკის ქალაქ სიუდად-დელ-კარმენის სანაპიროსთან, მექსიკის ყურეში, სახელმწიფო ნავთომკომპანიის Pemex წყალქვეშა მილგაყვანილობას ცეცხლი გაუჩნდა.
სავარაუდოდ, ცეცხლი საწვავის მიწოდების ერთ-ერთი არხის გაუმართაობის გამო გაჩნდა.
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.