თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ბათუმში შშმ-პირთათვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა, ნათქვამია ქალაქის მერიის Facebook-გვერდზე.
მერიის ინფორმაციით, ახალი პლაჟი გრიბოედოვის ქუჩის გასწვრივ მდებარეობს. სანაპირო ზოლზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე და გასახდელი.
გარდა ამისა, განთავსდა ტივტივა ეტლები, რომლითაც სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და სპეციალურად გამოყოფილი დამხმარე პერსონალი გაუწევს მომსახურებას.
ბათუმის მერია ირწმუნება, რომ მსგავსი პლაჟები ქალაქის სხვა ლოკაციებზეც გაჩნდება.