ბელარუსმა უკრაინასთან საერთო საზღვრის დაცვა გააძლიერა

პარასკევს რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით მთლიანად ჩაიკეტა ქვეყნის სამხრეთ საზღვარი. მიზეზად უკრაინიდან იარაღის შედინება სახელდება.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ბელარუსმა გააძლიერა უკრაინასთან საერთო საზღვრის დაცვა, განუცხადა РИА Новости-ს ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანტონ ბიჩკოვსკიმ.
პარასკევს რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით მთლიანად ჩაიკეტა ქვეყნის სამხრეთ საზღვარი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან ქვეყანაში „უზარმაზარი რაოდენობით იარაღი შემოდის“.
„ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის (უკრაინასთან) დაცვა სასაზღვრო სამსახურისა და სასაზღვრო კონტროლის მხრიდან გაძლიერებული ვარიანტით ხორციელდება“, - განაცხადა ბიჩკოვსკიმ.
მისი განცხადებით, ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიყენება ტაქტიკური რეზერვები „სასაზღვრო ზონაში მოქალაქეთა ყოფნის წესრიგის კონტროლის გამკაცრების მიზნით“. გამშვებ პუნქტებში საზღვრის კვეთისას პირთა გაფორმება მიმდინარეობს როგორც ქვეყანაში შესვლისას, ისე გასვლისას.