შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 6 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით დაინიშნა.
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა, იუწყება „პირველი არხი“ შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2019 წლის 6 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით დაინიშნა. 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე ბორცვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა
მედიის ცნობით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.