ქალაქ პლომბიერ-ლე-ბენში გზები სპეცტექნიკისა და ნიჩბების საშალებით გაწმინდეს სეტყვის დიდი ფენისგან.
აღსანიშნავია, რომ სამშაბათს რეგიონს დიდმა ციკლონმა გადაუარა, რამაც გამოიწვია უამინდობა. ერთ-ერთ უბანში წყლის სიმაღლემ ექვს წუთში ათ მილიმეტრს მიაღწია.
გარდა ამისა, დაიტბორა ქუჩები და სახლების ქვედა სართულები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროგაყვანილობები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.