თუ დილაობით გახველებთ: ექიმი მოულოდნელ მიზეზებს ასახელებს

ექიმმა განმარტა, რომელი დაავადებები ან სხვა მიზეზები შეიძლება იწვევდეს დილაობით ხველას, თუ ადამიანი არ ეწევა და არც გაციებული არ არის.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. დილაობით ხველება შესაძლოა სხვადასხვა დაავადების არსებობაზე მიანიშნებდეს, განაცხადა რადიო Sputnik-თან საუბრისას ექიმმა-თერაპევტმა ანდრეი ზვონკოვმა.
როგორ დავიამოთ ყელის ტკივილი წამლების გარეშე: ექიმი მცდარ მეთოდებს ასახელებს
მისი თქმით, თუ ადამიანი არ ეწევა, არ აწუხებს ქრონიკული დაავადებები და ალერგია, მაშინ დილაობით ხველება შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე მეტყველებდეს.
„ეს შეიძლება იყოს ქრონიკული გასტრიტი, ვინაიდან მაღალი მჟავიანობა, კუჭის წვენის ჭარბი რაოდენობა სიმშრალისა და წვის შეგრძნებას იწვევს ყელში“, — განმარტა ექიმმა.
გარდა ამისა, დილაობით ხველების მიზეზი შეიძლება იყოს დიაბეტიც, ვინაიდან „შაქრის მაღალი დონის გამო ლორწოვანა შრება“.
სპეციალისტის თქმით, დილაობით ხველებას შეიძლება იწვევდეს რაიმე კერძზე (მაგალითად, სუშიზე) ან ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლზე რეაქცია.
რაც შეეხება ალკოჰოლს, წინა დღით შესმული ბევრი სპირტიანი სასმელი ასევე აშრობს ყელს და მშრალ ხველას იწვევს.
ზვონკოვის თქმით, დილაობით ხველება ასევე შეიძლება იყოს კონდიციონერის დამსახურება, რომელიც ძალიან აშრობს ჰაერს ოთახში.