თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. რუსთავის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარმა დაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლიჯა ხეები და დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ბუნებრივი აირის მილები. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
რუსთავში ცეცხლი გაუჩნდა ბალახის საფარსაც – ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.