თბილისი და ბათუმი: როგორი მდგომარეობაა უძრავი ქონების ბაზარზე

„Sputnik საქართველოს“ ვიდეოგრაფიკიდან შეიტყობთ, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე თბილისსა და ბათუმში მაისის მონაცემებით
Sputnik
2021 წლის მაისში თბილისში ტრანზაქციები 25%-ით შემცირდა 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხოლო ბათუმში პირიქით, ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მეტყველებს არაკომერციულ პლატფორმა Recov-ზე გამოქვეყნებული მონაცემები საჯარო რეესტრსა და უძრავი ქონების სააგენტო Colliers-ზე დაყრდნობით.
უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც საიტზეა ნათქვამი, პანდემიის გამო 2020 წლის 21 მარტს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ 21 მაისს გაუქმდა, ამიტომ 2020 წლის მონაცემები რეპრეზენტაციული არ არის.