ნიდერლანდმა საზღვრები გახსნა – რა პირობით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გამგზავრებას

ნიდერნალდში შესვლა შესაძლებელია იმ პირებისთვის, რომლებიც გამგზავრებამდე სრული ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ნიდერლანდის მთავრობამ 1 ივლისიდან ქვეყანაში ტურისტული მიზნით შესვლის აკრძალვა გააუქმა. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ნიდერლანდში.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საფრანგეთში შესვლის მსურველთათვის: საქართველოს საელჩოს განცხადება
საელჩოს ცნობით, ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. თუმცა, ვაქცინაციის ცნობის მიუხედავად ნიდერლანდში შესვლას ვერ შეძლებენ ის პირები, რომლებიც ძალიან მაღალი რისკის (წითელი კოდი) ქვეყნებიდან მიემგზავრებიან.
საქართველო ამ ეტაპზე არის მაღალი რისკის (ნარინჯისფერი კოდი) ქვეყანა, შესაბამისად, ნიდერლანდში შესვლას შეძლებს საქართველოდან მიმავალი ის პირი, რომელიც წარადგენს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას.
ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ამასთან, სრულად ვაქცინირებულად ითვლება პირი, რომელმაც:
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შემთხვევაში საჭირო აღარ არის PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
საბერძნეთში შესვლის წესები არ შეცვლილა: მოხვდა თუ არა საქართველო ჩამონათვალში>>
საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს – გაითვალისწინონ, რომ აღნიშნულ ინფორმაციაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს ქვეყანაში ტურისტული მიზნით შესვლის რეგულაციები.