პოლიციამ უკანონოდ მოპოვებული ფოიერვერკის ფეთქებადი ნივთიერებები ამოიღო, რის შემდეგაც მათი სატვირთო აფეთქდა. შედეგად მინიმუმ 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც.
აფეთქების ტალღამ დააზიანა ახლოს მდებარე შენობები და ვტომობილები.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, გამოცხადდა მიმდებარედ მცხოვრებთა ევაკუაცია.
ფეთქებადი ნივთიერებების შენახვის წესის დარღვევისათვის დაკავებულია ერთი პირი.