გურჯაანის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი სახლის ორივე სართული და საყოფაცხოვრებო ნივთები.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
გავრცელებული ინფირმაციით, დამწვარია სახლის ორივე სართული და იქ არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მოძველებული ელექტროსადენები გახდა. ხანძრის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.