საყვარლები, უმწეოები და... საშიშებიც: ცხოველებისა და ფრინველების ფოტოპორტრეტები

ცხოველები და ფრინველები, როგორც ადამიანები, ხან ბედნიერები არიან, ხანაც მოწყენილები. ისინი მუდამ ელოდებიან ადამიანებისგან სულ ცოტა სიყვარულს და ყურადღებას.
Sputnik
ამ თვალსაზრისით ცხოველები არცთუ დიდად განსხვავდებიან ადამიანებისგან. მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ ბევრი მიმიკა და ემოციებით ყველაფერს ვერ გამოხატავენ, თუმცა ყოველთვის შეგვიძლია მივხვდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი, რა სურთ და რა სჭირდებათ, მით უმეტეს, რომ მათ არ შეუძლიათ თაღლითობა, ღალატი და ბოროტების ჩადენა.
ცხოველები ჩვენი პლანეტის სრულუფლებიანი ბინადრები არიან, ადამიანები ხშირად მათ საკუთარი ოჯახის წევრებად ზრდიან, ზრუნავენ მათზე და უზრუნველ ცხოვრებას ჩუქნიან. თუმცა, ტოტალური ურბანიზაცია და განაშენიანება მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების ზოგიერთი წევრი მათ სრულიად უმნიშვნელოდ მიიჩნევს, რაც ცუდი და საკმაოდ საშიში სინდრომია.
ცხოველებს უამრავი დამსახურება აქვთ პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებასა და განვითარებაში, ადამიანები კი ვალდებული არიან, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ მათ წინაშე და რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენონ მათ, შესაბამისად – საკუთარ თავსა და საკუთარ პლანეტას.
1 / 17
ძაღლი სახელად დოლი
2 / 17
კოპლებიანი ირემი
3 / 17
ალპაკა
4 / 17
სვავი
5 / 17
ჯიხვი
6 / 17
ვარხვი
7 / 17
ზებრა
8 / 17
ფარშევანგი
9 / 17
თეთრი მარტორქა
10 / 17
თუთიყუში
11 / 17
ბეჰემოთი ბეგი
12 / 17
ლემური
13 / 17
პავიანი
14 / 17
აქლემი
15 / 17
ჩიტი
16 / 17
კატა
17 / 17
მტრედი