„მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლის ყველანაირი ფორმა, მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება, რადგანაც ეს არის ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა. ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება – გამოიყენოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ 1–5 ივლისს თბილისში პრაიდ–კვირეულის გამართვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც „ღირსების მარშის“ ჩატარებას აპირებს.