ალმოდებული ავტომობილის ჩაქრობაში პოლიციელებიც მონაწილეობდნენ. საბედნიეროდ, მათ ცეცხლმაქრი აღმოაჩნდათ.
პოლიციის თანამშრომლებმა უმოკლეს დროში ჩააქრეს ძრავის ბლოკში გაჩენილი ცეცხლი. საჭირო ზომების მიღების გარეშე ავტომობილი რამდენიმე წუთში მთლიანად დაიწვებოდა.