საქართველომ აზერბაიჯანს თაღლითობაში ბრალდებული გადასცა

აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელზეც თაღლითობისთვის საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების თანხლებით სამშობლოში გაემგზავრა.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველომ აზერბაიჯანს გადასცა თაღლითობაში ბრალდებული, რომელზეც სხვისი ქონების უკანონო დაუფლებისთვის საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანმა საქართველოს ძებნილი გადმოსცა
აზერბაიჯანისა და საქართველოს პროკურატურის ორგანოებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ მიმართა თავის ქართველ კოლეგებს აზერბაიჯანის მოქალაქის ელშად სალიმოვის ექსტრადიციის მიზნით, რომელიც ძებნილია თაღლითობის გზით სხვისი ქონების მითვისებისთვის. საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მიმართვის საფუძველი ქვეყანაში მამაკაცის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გახდა.
ორი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლობის შედეგად, სალიმოვი, აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების თანხლებით, ექსტრადირებული იქნა რესპუბლიკაში.